„ლაშას მამა ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო"

Image

ილიას უნივერსიტეტში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა.

 

 

ლაშა მაღრაძემ ყოფილ მეუღლეს და თანაკლასელს რამდენიმე ტყვია აუდიტორიის კარის მიხურვისთანავე დაახალა, მერე იარაღი საკუთარი თავისკენ მიმართა და გაისროლა.

 

რამ აიძულა 34 წლის კაცი, მოეკლა მეუღლე, რომელიც მისი ყოფილი თანაკლასელი იყო და რომელზეც, როგორც თავად ამბობდა უგონოდ იყო შეყვარებული?

 

რუსთავში, ტურგენევის ქუჩაზე, სახლში, სადაც ლაშა მაღრაძე და მისი მშობლები ცხოვრობენ, იმის მიუხედავად, რომ ამ სახლში ლაშა მაღრაძის ცხედარია დასვენებული, მაკა წივწივაძეზე საუბარი ბევრად ურჩევნიათ.

 

ლევან. ნ. მაღრაძეების ოჯახის ახლობელი:

 

- რა გვაქვს სათქმელი, სანათესაო და მეზობლები კი არა, ლაშას მამაც იმას ამბობს, შვილზე მეტად რძლის სიკვდილს ვგლოვობო; ჩემმა შვილმა ქალი ასე დაუნდობლად როგორ მოკლა, თავად რაც მიიღო, ღირსი იყოო.

 

ლაშა, კარგისკენ რომ არ მიდიოდა, დიდი ხანია ეტყობოდა, მშობელ დედასაც კი უკვირდა, ჩემს შვილს როგორ გამოყვა ისეთი ანგელოზივით გოგო ცოლად, როგორიც მაკააო. ალბათ 7-8 თვის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად და მათი ურთიერთობა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.

 

ბოლოს საწყალ გოგოს სულ დანით დასდევდა სახლში, იმან ასე რატომ შემოგხედა, ამან ასეო. საცოდავ ქალს დილით სამსახურში წასვლისას ჯოჯოხეთი ჰქონდა გამართული. ყველას გვიკვირდა, მაკა სახლში რატომ არ მიდიოდა, მაგრამ ამას იმით ვხსნიდით, პირველ ქმართან რომ არ გაუმართლა, ალბათ ცდილობს, რომ მეორესთან განშორება არ იჩქაროს, იმედი აქვს, რომ ქმარს გამოასწორებსო.

 

თუმცა ბოლოს მაინც იძულებული გახდა ქმარს დაშორებოდა, ეჭვიანობის გამო ისე სცემა ქმარმა, მთელ სხეულზე დალურჯებული იყო; ნარკოტიკებით გაბრუებულმა კაცმა მთელ სახლშიც დალეწა ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ. ოჯახი იძულებული იყო პატრული გამოეძახა, მაკა პოლიციამ წაიყვანა თავის სახლში, თბილისში. გოგო ადამიანს აღარ ჰგავდა.

 

მის ქმარს კი თურმე ის ჩაუდევს გულში, - რას ჰქვია წავიდა, უნდა მოვკლაო და წარამარა უგზავნიდა მესიჯებს, - მოგკლავო. სანამ გოგოს მოკლავდა, წინა დღეს ისეთი ნასვამი იყო, ქუჩაში წაიქცა. ენას ვეღარ ატრიალებდა პირში. მაგრამ ვინც აააყენა იმას ძლივს გააგებინა, - ხვალ თბილისში უნდა წავიდეო.

 

ისიც უთქვამს თავის თავზე, - კუზიანს მარტო სამარე გაასწორებსო. შეიძლება წინათგრძნობაც ჰქონდა ... მაკა კი ბოლოს ცოცხალი მიცვალებულივით დადიოდა. ხანდახან აღარფერზე აღარ ჰქონდა რეაქცია, - რომ ვეუბნეოდით, გაშორდი მაგ კაცს, თავს უშველეო, არაფრისმთქმელი თვალებით გვიყურებდა, თითქოს არ გვისმენსო...

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !