უსუფაშვილის სტატია ბიძინა ივანიშვილის შესახებ International New York Times-ზე ქართულმა სამთავრობო პორტალმა შეუკვეთა

Image

„ტაბულის“ ინფორმაციით International New York Times დაუკავშირდა agenda.ge-ს და მოსთხოვა გასწორდეს ინფორმაცია, თითქოს International New York Times-მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატია გამოაქვეყნა.

 

International New York Times ამბობს, რომ agenda.ge-ს მიერ დაკვეთილი ტექსტი განთავსდა როგორც რეკლამა სარეკლამო გვერდზე, შესაბამისი გრაფიკით, გამოცემის სარეკლამო რეგლამენტის დაცვით.

 

გამოცემა „ტაბულას“ თანახმად agenda.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ნატა ამაღლობელმა „ტაბულასთან“ საუბარში ჯერ უარყო, რომ ფული გადაიხადეს პარლამენტის თავმჯდომარის წერილის განთავსებაში, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ სტატიის განთავსებაში ბიუჯეტის თანხა არ დახარჯულა, რადგან agenda.ge, რომელიც International New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ქვეშ მითითებულია, როგორც დამკვეთი, არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია.

 

agenda.ge-ზე მითითებულია, რომ პორტალი შექმნილია საქართველოს მთავრობის მიერ. მისი ოფისი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს, რედაქციის ტელეფონის ნომრად კი მითითებულია იგივე ნომერი, რაც მთავრობის კანცელარიას აქვს.

 

შეგახსენებთ, თავად დავით უსუფაშვილმა გაკვირვება გამოთქვა International New York Times-ში მისი სტატიის დაბეჭდვის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამოსაქვეყნებლად მხოლოდ agenda.ge-ს გაუგზავნა.

 

“ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფული სამშობლოს მიუძღვნა. აწარმოებს წარმოუდგენელი მასშტაბის ქველმოქმედებას. მან რიგითი ჯარისკაცის მსგავსად სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. მან ბევრად მეტი წელი გაატარა ქვეყანაზე ზრუნვაში, ვიდრე ერთად აღებულმა პუტინმა და სააკაშვილმა” - ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სტატიაში, რომელსაც დღევანდელი International New York Times-ის ფურცლებზე ნახავთ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !