
დაჭრილს „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ ილიაუნში ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.