
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, უამინდობაა მოსალოდნელი.
ამაღამ იქნება ხანმოკლე წვიმა-ელჭექით.
ხვალ დასვლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს სუსტი ქარი, 15-20 მ.წამში.
დასავლეთ საქართველოში ხვალ და ზეგ ჰაერის ტემპერატურა +18-23 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში + 21-დან 26 გრადუსამდე დათბება. თბილისში ხვალ და ზეგ ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 24-დან 25 გრადუსამდე იქნება.
18-19 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში + 15-20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +17-22 გრადუსი იქნება. კვირას საქართველოში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე იქნება.