
საქართველოს პირველმა ლედიმ ქალიშვილთან, მაშოსთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
დედა-შვილი დიზაინერ თამუნა ზაუტაშვილის ქუდებში პოზირებენ.
ფოტომ უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, თავდაცვის მინისტრის მეუღლე მაშო ჩიჩუათი ძალიან მოიხიბლა.
„მაკა, როგორ დაიმსგავსე ეს ბავშვი, ულამაზესი“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ზრდილობიანმა პასუხმა არც მაკა ჩიჩუას მხრიდან დააყოვნა: „შენი გოგო გავიცანი ... უმშვენიერესია“, - წერს პრეზიდენტის მეუღლე.