
ენმ-ს ლაგოდეხის ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლაგოდეხის ტყე-პარკის რეაბილიტაციისთვის 179 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ტყე-პარკის საზეიმოდ გახნამდე ერთი დღით ადრე კი, რადიო „ჰერეთისგან“ მოსახლეობამ შეიტყო, რომ რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 250 000 ლარი დაიხარჯა.
პარკის საზეიმო გახსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს „ჰერეთობას“ დაემთხვა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დამატებით 8 000 ლარი დაუჯდა.
აქედან, 5 000 ლარი მინისტრთა კაბინეტის სუფრით გამასპინძლებას მოხმარდა.