
კახი კახიშვილის თქმით, სამინისტრო საერთოდ გასაუქმებელია, რადგან ისეთი სამინისტრო, რომელიც ვერ აკონტროლებს ორ დეპარტამენტს, არ არის საჭირო.
„ძალიან ძვირი უჯდებოდა ქვეყნის ბიუჯეტს ამ სამინისტროს შენახვა.
თქვენ წარმოიდგინეთ, სამინისტრო იყო წარმოდგენილი ქუდის სახით, სადაც იყო მთელი აპარატი, მაგრამ ამ აპარატის ვერც ერთი თანამშრომელი, თავის მინისტრიანად, ვერ არკვევდა, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რისთვის იყო საჭიროა ასეთი სამინისტრო.
ამიტომაც გამიკრიტიკებია, რეფორმის შედეგად ზუსტად ესაა დაგეგმილი, რომ სამინისტრომ აიღოს მართვის ბერკეტები და თუ ვერ მოახერხებს, მაშინაც ვიტყვი, რომ სამინისტრო გასაუქმებელია“, -აცხადებს კახი კახიშვილი.
„ალია“