
სასჯელაღსრულების მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილე კახი კახიშვილი არ უარყოფს, რომ ციხეებში კრიმინალური მართვის პრობლემა არსებობს და აცხადებს, რომ საკითხის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომების შემუშავებაა საჭირო.
ამის შესახებ კახიშვილმა“ „მოამბის“ ეთერში ჩართვის დროს ისაუბრა:
„ნაცმოძრაობა“ რომ გვაკრიტიკებს, მათ დროს სხვანაირად იმართებოდა, ციხეები? უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „კანონიერ ქურდებზე“ ხისტი პირები აღმოჩნდნენ თანამდებობაზე, თორემ კრიმინალური მართვა ციხეებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც გაგრძელდა.
ეს პრობლემა დგას მსოფლიოს ნებისმიერ ციხეში, ნებისმიერ ქვეყანაში აწუხებთ კრიმინალური და მაფიოზური მეთოდებით მართვა. თუმცა, მხოლოდ ერთი ქურდის იზოლირებით ეს პრობლემა არ გადაწყდება, საჭიროა კომპლექსური მიდგომის შემუშავება.
რასაკვირველია, „კანონიერ ქურდებს“ აქვთ მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდების სურვილი, მაგრამ რაც მთავარია, ხელისუფლებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას არა აქვს სურვილი, მათ ეს ბერკეტები გადასცეს, აქედან გამომდინარე, ისინი ვერაფერსაც ვერ მიიღებენ“, - განაცხადა კახი კახიშვილმა „მოამბეში“.