მერაბ კოსტავა და 600 მეტრი მიწა

Image

საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაღუპვიდან 25 წელი გავიდა. ის 1989 წლის 13 ოქტომბერს, სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა. მერაბ კოსტავაზე უამრავი მოგონება არსებობს. მისი ბავშვობის მეგობარი ვაჟა ადამია ერთ ეპიზოდს ხშირად იხსენებდა.

 

"1988 წლის ზაფხულის ღამე იყო, მერაბი და მე მერხზე ვისხედით ჩვენს ეზოში. დაღლილები ფიქრს მივცემოდით.

 

მერაბს ყველა მომსვლელი გაესტუმრებინა უკვე. უცებ ფეხზე წამოიჭრა, ბოლთის ცემას მოჰყვა გამალებით. მას ხომ წუთითაც არ შეეძლო იმოქმედოდ ყოფნა. შეჩერდა.

 

–აარრა! საქართველო რომ დამოუკიდებელი გახდება, მე არც ერთ მთავრობაში არ შევალ,- თქვა ეს მტკიცედ, დაჟინებით. ჩაფიქრდა.

 

ვერ მივხვდი, მე მესაუბრებოდა, თუ საკუთარ თავს. რამდენიმე ხანს ასე იდგა ჩაფიქრებული. შემდეგ ისევ გაიმეორა ჯიუტად:

 

– აარრა! როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდება,მე არც ერთ მთავრობაში არ შევალ (”არც ერთ”-ში პარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს გულისხმობდა)!

 

–კი მაგრამ, მერაბ, ვინ გაგლეჯს კალთას?-ვკითხე განცვიფრებულმა (მერაბის ”წინასწარმეტყველებით” საქართველო და საბჭოთა იმპერიაში შემავალი სხვა რესპუბლიკები აუცილებლად რუსეთთან ერთად უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ამიტომაცაა გასაგები ჩემი მაშინდელი განცვიფრება და ისიც, რომ მთავრობაში ჩვენს შესვლა–არ შესვლაზე საუბარი უაზროდ მეჩვენა, ვინაიდან იმპერია მაშინ ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე).

 

–საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, რა საქმიანობას მიჰყოფ ხელს?- მომიგო კითხვაზე კითხვით.

 

– თუ ჩემი სპეციალობით მუშაობის საშუალებას მომცემთ,ძალიან დაგიმადლით...

 

–ჰმ! არ გქონია ჭკუა შენ,- მომიგო მან.

 

– რატომ,მერაბ?-ვკითხე.

 

– საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება,წავალ სოფელში, ვიყიდი ექვსას მეტრ მიწას.... –და შეყოვნდა. მივხდი, გაახსენდა – სულს იქით გროშიც რომ არ ებადა და აბა, რით იყიდდა იმ ექვსას მეტრ მიწის ნაკვეთს. არც შევმცდარვარ, რადგან საუბარი შემდეგ ასე გააგრძელა:

 

– საქართველო დამოუკიდებელი რომ გახდება, ხომ მომცემენ, ბიჭო, ექვსას მეტრ მიწას?..

 

– რა ვიცი, თუ დაიმსახურე,იქნებ მოგცენ კიდეც,- მივუგე ხუმრობით".

რედაქტორის რჩევით

ირაკლი კობახიძე ივანიშვილის გადარიცხვაზე :ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც კი არ სჭირდება ამ ფაქტს

2020-04-09 14:29
ეს ის შემთხვევაა, როცა კომენტარიც კი არ სჭირდება  ამ ფაქტს- ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი...

ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია-გომელაური

2020-04-09 14:13
„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, - ამის შესახებ...

ლედი გაგას ორიგინალური ფოტოსესია

2020-04-09 14:01
ლედი გაგას ორიგინალური ფოტოსესია

აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

2020-04-09 14:01
აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ-ამის შესახებ საქართველოს...
რჩეული ვიდეოები

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

„დარჩი სახლში“ - მასტერი ახალ კლიპში საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

2020-04-09 11:37
თვითიზოლაციის პერიოდს, ქართველი მუსიკოსი, მასტერი საკმაოდ ნაყოფიერად იყენებს. სულ ცოტა ხნის წინ,...

104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

2020-04-04 15:26
104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, მაგრამ გამორიცხულია(ვიდეო)

2020-04-03 11:21
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4576
0.0025
100
RUB
 - 
4.2035
0.0023
1
USD
 - 
3.1794
0.0046