
სოფელ მუღალოში დაკარგული 14 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა იპოვეს. გოგონას განცხადებით, ის არ მოუტაციათ და შეყვარებულს საკუთარი ნებით გაჰყვა.
გოგონას მშობლების თანდასწრებით გვიან ღამემდე კითხავდნენ ვაზიანის პოლიციაში.
მოზარდი სამი დღის წინ გაუჩინარდა და მისი მშობლები გოგონას მოტაცებაში მუღალოში მცხოვრებ 21 წლის ახალგაზრდას ადანაშაულებდნენ.