-
2014-09-30 11:55
სინოპტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია სეტყვა, დედაქალაქში კი - ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით 19-22 გრადუსი იქნება.
„დღეს საქართველოს ზღვისპირეთში ნალექების ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ ზოგიერთ რაიონში კვლავ დარჩება წვიმა ელჭექით.
ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია, იყოს სეტყვაც.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.