
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 6 მილიონამდე დოლარის ღირებულების საფუარი შემოდის.
„ესაა ე.წ. თერმოფილური საფუარი, რომელიც შეიძლება პირდაპირ ითქვას, სიმსივნეს იწვევს.
ამ საფუარში გამომცხვარ პურში ტოქსიკური სოკოვანი წარმონაქმნები მაღალ ტემპერატურაზე არ იღუპებიან!
მაგალითად, ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი კვლევა: იცოდნენ რა ამ თერმოფილური საფუარის მავნებლობა, მასში მოათავსეს სიმსივნით დაავადებული უჯრედები და იცით რა მოხდა? სიმსივნის უჯრედებმა 3-ჯერ სწრაფად იწყეს ზრდა! როგორიც კი ისინი ამოიღეს ამ საფუარიდან, უკრედებმა ჩვეულებრივი ტემპით განაგრძეს ზრდა!
რა გახდა საქართველოში ერთი საფუარის ქარხნის აშენება?! გვქონდეს, ბატონო, ჩვენი ნორმალური საფუარი და არ დავაავადოთ ხალხი ამ კიბოს წყაროთი.
წელიწადში კიბოთი დაავადების 18 ათასი შემთხვევა რომ გექნება 4-მილიონიან ქვეყანაში, კიდევ რა გჭირდება განგაშის ზარების დასარისხებლად?! არადა ლაპარაკია სულ ერთი საფუარის ქარხნის აშენებაზე“, -აცხადებს გაჩეჩილაძე.
„ასავალ-დასავალი“