
დიდუბეში, ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკის (ყოფილი კივიძის სახელობის პარკი) წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიას 31 წლის ორსული ქალი ემსხვერპლა. "მერსედესის" შეჯახების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა: ქალი ქუჩას კვეთდა, რა დროსაც მას საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ქალი ორი შვილის დედაა და მესამე შვილს ელოდებოდა.