
ოთხი წლის გაბრიელს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ექსპერტიზის შედეგად სახეზე ერთ დროს მიყენებული დაზიანების სამი კერა აღმოჩნდა, ამათგან ორი ბლაგვ საგანთან შეხებითაა გამოწვეული.
„ჩვენ დავაფიქსირეთ სამი დაზიანება: ქვედა ტუჩზე, საფეთქლის არეში და ლოყის მიდამოში.
სამივე დაზიანება მახასიათებლების მიხედვით და ხანდაზმულობით დროის ერთი და იგივე პერიოდს შეესაბამება.
რაც შეეხება საფეთქელთან არსებულ დაზიანებებს ეს დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი რელიეფური ერთმანეთთან პარალელურად მდებარე საგნის ან უშუალო ზემოქმედებით, ან ასეთ საგანზე საფეთქლის მიდამოს შეჯახების შედეგად“, - აცხადებს ექსპერტ-კრიმინალისტი ალექსანდრე გეჯაძე.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 26 სექტემბერს კერძო ბაღში მოხდა. ბავშვი აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონეა. 4 წლის გაბრიელი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სცემა.