ვინ გაუგზავნა ლადო ბედუკაძეს 40.000 დოლარი მოსკოვიდან და სად ინახება ჩეკები: "ქრონიკა+"-ის სკანდალური ჩანაწერი

Image

"ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ერთ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს და ორის გამოქვეყნებას გაზეთის სამშაბათის ნომერში აანონსებს. ჩანაწერში ერთმანეთს ბელგიაში მყოფი  ყოფილი სამხედრო ჩინოსანი ვიქტორ ჭელიძე და მოსკოვში მცხოვრები ქართველი ზაზა გაბედავა ესაუბრებიან.

 

„ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო", - ასე ჰქვია სტატიას აუდიოჩანაწერით, რომელიც "ქრონიკა+"-მა გამოაქვეყნა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სკანდალური "ციხის კადრების" ავტორი ლადო ბედუკაძე ბელგიაში ყოფნის დროს დაფინანსებას მოსკოვიდან, კერძოდ, ალექსანდრე ებრალიძისგან იღებდა და ამ ფაქტის დამადასტურებელი ჩეკები, ასევე ბელგიაში ემიგრაციაში მყოფ იგორ გიორგაძის ყოფილ თანაშემწესთან მარინა ბარბაქაძესთან ინახება.

 

ვიქტორ ჭელიძისა და ზაზა გაბედავას სატელეფონო საუბრის სტენოგრამა

 

ვ.ჭ. მე მომისმინე. თქვენზე რომ გეუბნები, შენზე კი არ ვიძახი. იმ ხალხზე ვიძახი, ვისზეც წეღან ვლაპარაკობდით: ხომერიკზე მელაძეზე და მაგათზე.

 

ზ.გ. ხომერიკი რა ჩემი ძმაკაცი ნახე? ხომერიკი არის აგენტი, „ბლიაძ“. ხომერიკი აკეთებს კრემლის საქმეს, ის ძმაკაცი რომ ყავთ კიდევ აქ, სამცხე-ჯავახეთის ისა, პიდარასტი სომეხი.

 

ვ.ჭ. მაგას ვლაპარაკობ მეც, ვერ გამიგე სწორად.

 

ზ.გ. ხომერიკს „ვეჩერი“ ქონდა აქ ახლახანს. ზვიად გამსახურდიას დროშა და სურათი გავშალე, იცი? აი, გამოგიგზავნი ფოტოს თუ გინდა, გადაირია ხომერიკი, _ ეს რად გვინდაო? იქ იყვნენ დავითაია და სუყველა ჟურნალისტები. რომ იცოდე, ზაზა და სუყველა იქ იყო. ზაზასთან მეგობრობდა ლადო და ზაზა ხომერიკს „უდაკლადებდა“ ყველაფერს, რომ იცოდე.

 

ვ.ჭ. ვიცი, „ბრატ“, ზაზა და „ჩერეზ“ ბლადაძე. ესენი, აბა, მე რას ვიძახი? აქ მარინა ბარბაქაძემ მითხრა, „ბრატ“, მაგას აქვს ის ჩეკები.

 

ზ.გ. ლადო ახლა პოლიტიკურად ბეცია, მაგან არ იცის პოლიტიკა, სიმონ. მაგი იყო ციხის თანამშრომელი და მორჩა.

 

ვ.ჭ. მე გეუბნები შენ, აი, ამ მარინა ბარბაქაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, „ბრატ“. ესენი უგზავნიდნენ აქ, ერთი 15000 დოლარის, მეორე 25000, ხომერიკის გამოგზავნილი ფულები, „ბრატ“.

 

ზ.გ. სადა აქვს, ბიჭო, ხომერიკს ფული? ფული არა ისა...

 

ვ.ჭ. ამათ აქვთ მაგის ჩეკები, „ბრატ“.

 

ზ.გ. ხომერიკი კი არა, ეს ებრალიძის ფულები იყო. ხომერიკი მეტროთი დადის, მანეთი არა აქვს, ყ**ამოგდებული დადის აქ.

 

ვ.ჭ. ებრალიძეა თუ ვინ არის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, „ბრატ“. მე ხომ არ ვიცი, ვინ რა არის".

 

ორი სკანდალური ფარული ჩანაწერის სრული ვერსია, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან ვლადიმერ ხომერიკი და ზაზა გაბედავა „ქრონიკა +“-ის ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !