საქართველოში კირშერეული შაქარი იყიდება

Image

„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე საქართველოს სასურსათო ბაზარზე გამოტანილი შაქრის ვარგისიანობაზე საუბრობს.

 

 

„დავიწყოთ იმით, რომ შაქარი, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეა, ძირითადად უხარისხოა.

 

ექსპერტები გვეუბნებიან, რომ დღეს მოხმარებული შაქრის შემადგენლობა გარკვეულწილად სხვაა.

 

კარგად ვიცით, ჭიქაში რომ ადრე სამ კოვზ შაქარს ვყრიდით, დღეს შეიძლება, ხუთი კოვზი არ ეყოს იმ ჭიქას. ავიღოთ შაქრის ფხვნილი, რომელსაც დავიყრით მშრალ ხელის გულზე და ხუთი, ათი წამის შემდეგ ეს მასა გადავყაროთ.

 

ვნახავთ, რომ ხელზე დაგვრჩება თეთრი ფხვნილის მასა, რომელიც მინარევს წარმოადგენს. არსებული მინარევი პროცენტულად არის დაახლოებით შაქრის 15-20%-ი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ესაა კირის ბიომასა.

 

ესაა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი ამბობს, სიტკბო აკლია შაქრის ფხვნილსო. აქ კიდევ ერთი მომენტია: ამ ბიომასის შერევის პროცესი ხდება ნესტიან პირობებში. საწყობში, სადაც სარეალიზაციოდ გამზადებული შაქარი დევს, იქ აუცილებლად ნესტი უნდა იყოს, სინესტის დროს ხდება შაქრის მიერ სინესტის შთანთქმა და კირის მასა უპრობლემოდ ერევა ფხვნილს.

 

გარდა ამისა, კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ვისაც საყოფაცხოვრებო პირობებში შაქარი შენახული აქვს მინის ჭურჭელში, ხშირად უწევთ ამ ჭურჭლის გარეცხვა, რადგანაც ჭურჭლის გვერდებს უჩნდება ნადები, თქვენ შეგიმჩნევიათ ეს მინის ჭურჭელზე?

 

რამდენიმე წლის წინათ, შაქარს ეს თვისება არ ჰქონდა. ანუ, თუ შაქარი სუფთა კრისტალია და თუ მას არანაირი მინარევი არ აქვს, მინის ჭურჭელი გასარეცხი არ უნდა გახდეს“, - განუცხადა ბურჯანაძემ „ალიას“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !