
პეკინის ქუჩაზე "თავისუფალი თაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ცხრა მონაწილეა დაკავებული. მათ შორის ერთი ქალია - თამარ იოვაშვილი. დაკავებულთა შორისაა "თავისუფალი თაობის" დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილიც.
"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები დღეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან შეიკრიბნენ და ორგანიზაციის თვითლიკვიდაციას ითხოვდნენ. პოლიციამ თავდაპირველად სამი პირი დააკავა, როცა ისინი ნიკანორ მელიას ბანერის შეღებვას ცდილობდნენ, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს, კიდევ ექვსი პირი დააკავეს.