
საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“' ოფიციალურ გვერდზე გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ფოტოები გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ავლაბრის საასახლეში სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლეს, შემდეგ კი თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს აქვს ასეთი წარწერა:
„საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გოგა პიპინაშვილის სპექტაკლს - „ჰელადოსს'' დაესწრო, რომელშიც რეჟისორმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გააერთიანა''.