
„მთელი ეს გადაცემა არაკეთილსინდისიერებისა და არაპროფესიონალიზმის განსახიერება იყო და ჩემგან პასუხს არ იმსახურებს“, - ასე ეხმაურება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" ციხის სატელეფონო ჩანაწერებს.
მისი თქმით, ჩანაწერების ნაწილის ავთენტურობა საეჭვოა, ნაწილი ნაციონალების დროსაა ჩაწერილი, მათივე გამოტანილი და youtube სავსეა ამ მასალით, მაგალითად კი მე-7 საპყრობილეში საქმის გარჩევის კადრები მოჰყავს.
„კრიმინალები სულ არსებობენ. კაენმა რომ აბელი მოკლა, იმის მერე კრიმინალი არსებობს და იარსებებს მეორედ მოსვლამდე. ამისთვისაა ციხე. ისინი ციხეში უნდა იყვნენ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
სუბარის თქმით, იმ კრიმინალების უმეტესობა, რომელთა შესახებაცაა ჩანაწერები, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თავისუფლები იყვნენ და საქართველოს დღევანდელი საგამოძიებო სისტემის მიერ არიან დაჭერილები.
„სწორედ იმ საუბრების გამო, რასაც ისინი ახორციელებდნენ ციხიდან", - აცხადებს სუბარი.
,,liberali.ge"