ადამიანური ისტორია: ორი ბიჭუნა და შუაზე გადატეხილი ხაჭაპური...

Image

"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე. ვერ მოვისვენებ, გამორიცხულია... მოკლედ, გუშინ შუადღისას, სამსახურიდან რამდენიმე წუთით უნდა გავსულიყავი . გავედი. გვერდით სკოლაა, სკოლის გვერდით საცხობი. საცხობთან ქალი იდგა , პატარა II – III კლასელ ბიჭთან ერთად (როგორც მერე გავიგე დედა–შვილი იყვნენ).

 

ბავშვი, ალბათ სახლამდე ვერ ითმენდა, დედამ უყიდა ხაჭაპური და ჩემს წინ გააგრძელეს გზა. ბავშვი ჩამორჩა და ცდილობს ხაჭაპური სასწრაფოდ ამოიღოს პარკიდან. ამ დროს მივუახლოვდით პატარა ბავშვს , რომელიც ხშირად ზის სკოლის შესასვლელთან და დახმარებას ითხოვს ხოლმე.

 

ხაჭაპურიანმა ბიჭუნამ დაინახა , თვალი გააყოლა და ქალს დაუძახა - დედა, დამელოდეო. სწრაფად მივიდა, რაღაც ჩასჩურჩულა, დედას გაეცინა, თავი დაუქნია და ბიჭი სასწრაფოდ მობრუნდა სკოლასთან მჯდარი ბავშვისკენ. გზა ვეღარ გავაგრძელე, თითქოს რაღაცას ველოდი და იქვე დავდექი .

 

ბიჭუნა მიუჯდა ამ ბავშვს ისე , რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. როგორც იქნა, ამოიღო ხაჭაპური, ძალიან სერიოზული სახით (ეტყობოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდა), გადატეხა შუაზე. ეს ორი ერთნაირი ნაჭერი ერთმანეთს დაადო, ხელით შორს გაწია , ცალი თვალი დახუჭა, ალბათ, ზომავდა, სწორად გატეხა თუ არა , კმაყოფილი სახით ერთი ნაწილი ისევ პარკში ჩადო , მეორე კი ამ ბავშვს ჩაუდო ხელებში.

 

ეს ბავშვი, თავის მხრივ, გაკვირვებული თვალს არ აცილებდა. ბიჭი ისევ ისე უხმოდ ადგა, დაეწია დედას და გზა გააგრძელა ასკინკილით და ბედნიერმა . მე ვდგავარ გაშეშებული, ყელში ბურთი იზრდება და იზრდება, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს.

 

წავედი და დაწევისას ვფიქრობ, იქნებ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. იქნებ, ვუთხრა, ეს პატარა კაცუნა რამდენჯერ დიდია ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობაზე. ან ამ ქალს ვუთხრა, რა ბრილიანტი დაჰყავს ყოველდღე ამ გზაზე ან ისე ჩავეხუტო და სულ ნურაფერს ვიტყვი.

 

ყელში ბურთი მახრჩობდა და ვერაფერი ვქენი, მალევე სხვადასხვა გზით წავედით და ზუსტად ვიცი, ძალიან დიდი ხანი უნდა ვინანო. მას მერე ვფიქრობ: რა უნდა მოხდეს ამ პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში , რომ სხვანაირი გახდეს და რა უნდა მოხდეს მეორე ბავშვის ცხოვრებაში , რომ ეს მისი ტოლი ბიჭი დაავიწყდეს, მის თვალწინ საგულდაგულოდ, რომ ცდილობდა ლუკმის გაყოფას...

 

კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ისედაც დიდი ტექსტი გამოვიდა ...

 

ავტორი: თამუნა თვალაბეიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !