
როგორც "გურიის მოამბე" იტყობინება, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 წლის, ნინი ირემაძე გარდაიცვალა.
ბავშვი ოჯახის წევრებმა დღეს დილით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.
როგორც "გურიის მოამბეს" გარდაცვლილის ოჯახის წევრები უცხადებენ, ექიმები მათ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში უმალავდნენ, ახლობლები რამდენიმე საათის განმავლობაში რეფერალური სამსახურის რეანომობილს ელოდებოდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ბათუმში გადაეყვანათ სამკურნალოდ. ჟურნალისტებს ჭირისუფალმა დახმარებისათვის მას შემდეგ მიმართა, როცა რეანომობილის მოსვლა საეჭვოდ გაჭიანურდა.
საბოლოოდ , საღამოს 18 საათზე ოჯახს ბავშვის გარდაცვალების შესახებ ეცნობა, თუმცა ბავშვის ახლობლები ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ბავშვი გადასხმის დროს, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.