
საშინელი შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. გოგონას სახლში, მაცივრის თავზე მყოფი ქვეწარმავალი კატა ეგონა და მასთან მიახლოება სცადა.
გველმა გოგონას მკერდზე უკბინა. მოზარდი სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბავშვი მომხდარიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით, გველი მაშინვე მოკლეს, ის საკმაოდ დიდი ზომის იყო და ,,გიურზას“ ჰგავდა.
„ნიუპოსტი“