
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა.
უმინდესმა ტაძარში იქადაგა და აღნიშნა, რომ მრევლის ლოცვებს შორეულ გერმანიაშიც გრძნობდა.
„ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა გერმანიაში კარდიოლოგიური გამოკვლევა და 18 დღიანი მკურნალობის კურსი ჩაიტარა.
ამჯერად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.