
მოქალაქეებმა ვერის ბაღთან მცირეწლოვანი და-ძმა შენიშნეს, რომლებიც უფროსის გარეშე იმყოფებოდნენ და პატრული გამოიძახეს.
ბავშვები პოლიციის თანამშრომლებს არ ემორჩილებოდნენ და ამბობდნენ, რომ წყნეთში ცხოვრობდნენ და სახლში ავტობუსს გაჰყვებოდნენ.
წინააღმდეგობის მიუხედავად პატრულმა პატარები ოჯახს ჩააბარა.
როგორც ადგილზე გაირკვა, და-ძმა სახლიდან ადრეც გაპარულა.
http://primetimenews.ge/?page=9&news_id=32266&c=2