
ინციდენტის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტს და არც ეკლესიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.
სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრობთა თქმით, მათი მეზობელი ქალბატონის მანქანას მეორე მანქანა ისე გაუჩერეს, რომ გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ავტომობილის მძღოლი ეკლესიაში იმყოფებოდა, მის ნაცვლად ეკლესიიდან სხვა პირები გამოვიდნენ და ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს.
„სწორედ ამის ნიადგაზე მოხდა დაპირისპირება სომხურ ეკლესიასთან, არანაირ დაპირისპირებას ეთნიკურ ნიადაგზე ადგილი არ ჰქონია. ინციდენტში სულ 15 კაცი მონაწილეობდა და არა 50, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, - აცხადებენ ავლაბრელები.