"ქრონიკა +" : ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაზე უარს ამბობს

Image

"მამადაკარგული ნაცმო და მერაბიშვილის შემონათვალი ციხიდან" - გაზეთ "ქრონიკა+"-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი სანდო წყაროს ასახელებს და წერს, რომ ენმ-ს ლიდერებს ვანო მერაბიშვილმა აქტიური პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ შემოუთვალა. 

 

სტატიის მიხედვით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ყოფილი შსს მინისტრი და პრემიერი აღარ აკეთებს განცხადებებს "ფეისბუქზე", მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და არც სასამართლო პროცესებზე აქტიურობს, მაშინ როცა მისი ოფიციალური პოზიცია ყოველთვის ვრცელდებოდა, როცა საჭირბოროტო საკითხები დგებოდა დღის წესრიგში. 

 

ავტორი წერს, რომ ვანო მერაბიშვილის პასიურობის კვალდაკვალ, აქტიურობას ინარჩუნებს და აგრძელებს ბაჩო ახალაია:

 

"ჩვენი წყარო ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილს უკვე იმდენად მობეზრდა ეს ინტრიგები, შემოთვალა კიდეც, აქტიურ პოლიტიკას შევეშვი, არ ვაპირებ მასში ჩაბმას და მეც თავი გამანებეთ, თქვენს შორის ურთიერთობები თავად გაარკვიეთო. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტორი, რომ ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილი, რომელიც ციხიდან მუდამ ეხმიანებოდა საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერ თემას და სანსს არ გაუშვებდა, თავისი პოზიცია არ გამოეთქვა, ახლა უბრალოდ, სდუმს.

 

სამაგიეროდ, აქტიურობას იწყებს ბაჩო ახალაია. როგორც ჩანს, სააკაშვილის გარემოცვაში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ეს პერსონა მეტი ყურადღების ღირსია: რაც მან გააკეთა, წინა ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია - საქართველოდან უკვე წასული დაბრუნდა, განაცხადა, რომ მზადაა, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი და ციხეში ჩაჯდა.

 

ჩაჯდა და მას შემდეგ, მის მიმართ, ძირითადად, შეთითხნილი ბრალდებების გამო, მოულოდნელად, მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია დაიწყო. აქტიური, საერთო ჯამში, დადებითი ემოციების გამომწვევი, დინჯი და გაწონასწორებული მეუღლის ანი ნადარეიშვილის წყალობით და ასევე თავისი დამაჯერებელი გამოსვლებით სასამართლო პროცესებზე, ბაჩო ახალაიამ თითქმის მთლიანად ჩამოირეცხა ის ტალახი, რითაც, თავის დროზე, მისი სახელი დასვარეს.

 

ახლა მას თვით ოცნების თავგადაკლული მომხრეებიც კი ვერ აძაგებენ ხელაღებით - არაა მომგებიანი, რადგან ვერაფერს უმტკიცებენ. თვით მეოცნებე დეპუტატებიც და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ექსპერტებიც კი გახდნენ იძულებულნი, აღიარონ, რომ ბაჩო ახალაიას შემთხვევა არაორდინარულია და ძალიან ჰგავს პოლიტიკურ დევნას...

 

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ბაჩო ახალაიასა და მისი მომხრეების სათავისოდ გამოყენებასაც აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი მისი პოლიტიკური აქტივობა რამენაირად ისევ დაუკავშირდება საქართველოს. ხოლო ის, რომ საქართველოს აუცილებლად დაუკავშირდება, ალბათ, ეჭვს არ იწვევს მათში, ვინც, ასე თუ ისე, იცნობს მიხეილ სააკაშვილის ხასიათს. როგორც ჩანს, საბოლოოდ სააკაშვილმა უგულავასა და ახალაიებს შორის, ეს უკანასკნელი აირჩია, რადგან გიგი უგულავამ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო...", - წერს ავტორი სტატიაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !