
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხეში პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა მოინახულა.შეხვედრიდან გამოსულმა მავგოჟა ტაკოშევსკამ განაცხადა, რომ მერაბიშვილთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ციხეში ის ასევე არსებულ პირობებსაც გაეცნო და უშუალოდ მერაბიშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია. როგორც ის აცხადებს, ყოფილი პრემიერი ცუდ პიროებში იმყოფება და ოჯახის წევრებთან შეხვედრას ითხოვს, ხოლო ის, რომ მას ამის უფლებას არ აძლევენ, "უბრალოდ, ბარბაროსობაა".
”ჩემი ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა არ ივიწყებს პოლიტიკურ პატიმრებს. დიახ, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მე ამას ყველგან ვამბობ. საქართველოს ხელისუფლებამ შეიცვალა ევროპული კურსი, ამის დადასტურება, გარდა იმისა, რა მოვლენებიც დღეს საქართველში ხდება, ისიცაა, რომ მე უკვე მერაბიშვილი მეექვსედ მოვინახულე“, – აცხადებს „რუსთავი 2“-თან საუბრისას მავგოჟა ტაკოშევსკა.
პოლონელი დეპუტატი უახლოეს დღეებში გიგი უგულავას მონახულებასაც ითხოვს.