
დონბასთან ჩამოგდებული ‘ბოინგის“ ერთერთი მგზავრის, 17 წლის გოგონას მამამ წერილი მისწერა ვლადიმირ პუტინს, სეპარატისტებსა და უკრაინის ხელისუფლებას, სადაც „მადლობას უხდის“ იმის გამო, რომ შვილი მოუკლეს.
წერილის ასლი ჰააგის ერთერთ რადიოში გაიგზავნა და, შეიძლება ითქვას, სოციალური ქსელების მეშვეობით, მან მთელი მსოფლიო მოიარა.
„დიდი მადლობა თქვენ, ვლადიმირ პუტინ, სეპარატისტთა ლიდერებო და უკრაინის ხელისუფლებავ, ჩემი უსაყვარლესი და ერთადერთი ქალიშვილის მოკვლისთვის... ის 17 წლის იყო, არქიტექტორობაზე ოცნებობდა. დასახელებულო ჯენტლმენებო, იმედი მაქვს, ამაყობთ, რომ ასეთი ახალგაზრდა სიცოცხლე მოსპეთ და რომ ხვალ შეგიძლიათ სარკეში ისევ ჩაიხედოთ.
მე იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი მიაღწევს თქვენამდე, იქნებ, ინგლისურად და თქვენ, როგორც ინტელექტუალური ადამიანები, მის წაკითხვას შეძლებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. საუკეთესო სურვილებით, ელსემიკის მამა ჰანს დე ბორსტი, ვისი ცხოვრებაც დანგრეულია“, - წერს დე ბორსტი.
17 წლის ელსემიკი, რომელიც ლაინერის ბორტზე დაიღუპა, მალაიზიაში არდადეგების გასატარებლად მიემგზავრებოდა. მასთან ერთად დედა, ძმა და მამინაცვალი დაიღუპნენ.