
"პიკასოს კლუბის" აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან უჩვეულო პერფორმანსი გამართეს: თეატრალიზებული წარმოდგენის 6 მონაწილე იქ შავარშიაშემოვლებული სტაფილოებითა და ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდა.
პერფორმანსის მონაწილეებს რეზიდენციის ასასვლელ გზაზე ძალოვნები დახვდნენ მობილიზებული. როგორც ერთერთმა მონაწილემ "აფხაზეთის ხმას" უთხრა, აქციის ჩატარება დახურულ ჯგუფში, "ფეისბუქზე" შეათანხმეს, სადაც მხოლოდ უშუალო მონაწილეები იყვნენ დამატებული, ამასთან, მისივე თქმით, პერფორმანსის შესახებ არ უპაპარაკიათ მობილურით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით და ამის მიუხედავად, სპეცსამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ტანამშრომლები რეზიდენციასთან დახვდნენ, რის გამოც "პიკასოს კლუბის" წევრები არ გამორიცხავენ, რომ ძალოვნებს "ფეისბუქზე" მათ აქაუნთთან ჰქონდეთ წვდომა და აქტივობას აკონტროლებდნენ.