
გადაცემაში „კვირის თემა“ გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რა იგულისხმა, როცა ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილს „საზარელი მკვლელობა“ უწოდა.
მისი თქმით, თვითმკვლელობაც მკვლელობაა, ხოლო კომენტარის დროს იურიდიულ ტერმინოლოგიაზე არ ფიქრობდა.
"ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცსლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი ჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამითი იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია. თუმცა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რა განცდა მქონდა მაშინ, და მაქვს ახლაც, გამომდინარე იქიდან, რომ ეროსისთან მაკავშირებდა პიროვნული ურთიერთობა,"- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემაში "კვირის თემა".