
ძაღლი, მეტსახელად ლილიბელი 7 წლის მეგანი ვაინჰარტი მეგობარია და შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს.
მეგანს საკვებზე ალერგიის იშვიათი ფორმა აწუხებს და თუნდაც მცირე ნუშის, არაქისის ან თხილის მარცვალსაც კი შეუძლია იგი ანაფილაქსიურ შოკში ჩააგდოს, რაც ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება.
ასე რომ არ მოხდეს, ლილიბელი ყოველდღე ყნოსავს იმ კერძს, რომლის მიღებასაც მეგანის აპირებს და თხილეულის მცირე შემცველობის შემთხვევაშიც კი ნიშანს აძლევს უფროსებს და მეგანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
ლილიბელი მაშინაც კი არ ტოვებს თავის პატრონს, როცა გოგონა მკურნალობის კურსის გასავლელად კლინიკაში მიემგზავრება.