
გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მელიის ორი ლეკვი აღმოაჩინეს.
სიტუაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იტალიის მოქალაქემ მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მელიის ლეკვები იპოვნა და დეპარტამენტს აცნობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხოველებს საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და ექსპერტის რჩევის საფუძველზე, მელიის ლეკვები ველურ გარემოში, არაგვის ხეობაში გაუშვეს.