
როგორც აღმოჩნდა, კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ფიროსმანის საფლავის აღმოჩენის შესახებ ნაადრევი აღმოჩნდა: "პირველი არხის" ჟურნალისტი, რომელმაც თავდაპირველად აღმოაჩინა საფლავის ქვა, წერს, რომ იგი, სინამდვილეში, სამი წლის ბავშვის საფლავზეა დადებული.
ჟურნალისტი მაია რამიშვილი წერს, რომ საფლავის ქვის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა წარწერა: „შობიდან 3 წლის“.
„თავს ვალდებულად ვთვლი გაცნობოთ, კუკიის სასაფლაოზე ნაპოვნი ქვა, რომელმაც თავდაპირველად ჩემი და მოგვიანებით საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, არ ეკუთვნის ნიკალას! საფლავის ქვის საპირისპირო მხარეს გამოჩნდა წარწერა: „შობიდან 3 წლის“, ანუ საფლავი ეკუთვნის ჩვილს! საფლავს ყავს მემკვიდრე, რომელიც დაგვიკავშირდა“, - წერს მაია რამიშვილი ფეისბუქზე.