-
2014-07-01 13:19
გაზეთი „ქრონიკა+“ გონიოს ერთ-ერთ მცხოვრებთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ბორდელების ბიზნესი ახლა ხელში ქურდებმა ჩაიგდეს.
„ქურდებმა აიღეს სადავეები. „მამაშებთან“ არიან შეკრულები და ერთად მართავენ სიტუაციას. აგერ მეზობლის სახლში ერთ ყაზახ ქალს 4 გოგოსთვის 2 ოთახი აქვს ნაქირავები. 500 დოლარს იხდის და იმ გოგოებს ამუშავებს. ვიღაც ქურდი აკითხავს. ამან უყიდა ჯიპი.
ის ქურდი მფარველობს მას. თუ ადრე ჩვენი ქალები ქუჩაში მეძავს გალანძღავდნენ, პოლიციაში რეკავდა მაშინვე, ახლა პირდაპირ „მამაშასთან“ რეკავს, ის კი - მის ლობისტთან დ ამოდიან საქმეების გასარჩევად.
ქურდებმა რომ დაიწყეს აქ სიტუაციის დალაგება, ჩვენს შვილებს და კაცებს გვითხრეს, - რა თქვენი საქმეა, თუ ვინმე ბოზობსო?! სხვის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოთ და ნუ შეიქმნით პრობლემებს, არაა მართალი სხვის საქმეში ჩარევაო! ახალგაზრდა ბიჭებს უთხრეს, - დედები დააშოშმინეთ და საკუთარ ოჯახებს მიხედეთო.
გონიოს გარდა, რამდენიმე კერა არსებობს ბათუმში. ძველ ბათუმში ქუთაისის, მაზნიაშვილის, კომახიძის, გამსახურდიას ქუჩებზე რამდენიმე ათეული ბორდელია გახსნილი, სადაც ძირითადი მომხმარებლები თურქები არიან. ზოგ ასეთ დაწესებულებებში ქართველებს არც კი უშვებენ. ქართველებისთვის მისაწვდომია პუშკინის ქუჩაზე, რურუასა და ლეონიძის ქუჩებზე არსებული ბორდელები“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
„ქრონიკა+“.
თანდართული ფოტო მიბმულია თემატური კავშირის პრინციპით