-
2017-01-16 22:12
მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ენმ-დან გასულმა პირებმა მასთან კი არა, პარტიის ათეულ ათასობით აქტივისტთან და მხარდამჭერთან ბრძოლა წააგეს.
ხალხი ხომ მიჰყვება იმას, ვინც არის დარწმუნებული თავის თავში, ქარიზმა ხომ არ არის გამომეტყველება სახის და როგორ გამოიყურები, ქარიზმა ეს არის, როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და როცა დარწმუნებული ხარ იდეაში, როცა რაღაცა უფრო დიდი გამოძრავებს ვიდრე იმ მომენტის მოცემულობა.
ხალხი გაჰყვა ამას ამ სიტუაციაში, ამ ხალხთან მიმართებაში ისინი ამ მომენტში რატომ გავიდნენ, იმიტომ რომ ისინი აღარ მივიდნენ თავის ხალხთან. მათ ჩემთან კი არ წააგეს ბრძოლა, ეს იყო წაგების აღიარება, მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან.
მათ თავიდანვე არ მოისურვეს აქტივისტებთან დიალოგი, ისინი რატომღაც თვლიდნენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ყველა უნდა მოერგოს და არა ისინი აქტივისტებთან ერთად გაყვნენ იდეას,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.