
დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთათვის ეროვნული გამოცდები დაიწყო.
შუადღისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა.
ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა სასწრაფოდ საოპერაციოა და იგი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.
საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თამაზ კუპატაძის თქმით, აბიტურიენტმა გამოცდის დასასრულებლად 15 წუთი მოითხოვა და ოჯახმაც გადაწყვიტა, რომ მას ეს გამოცდა დაესრულებინა.