
გორში ნოტარიუსის ოფისი გაძარცვეს. შემთხვევა, სავარაუდოდ გასულ ღამეს მოხდა.
სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ შენობა გაძარცვული იყო და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
დადგენილი არ არის, თუ რისი წაღება შეძლეს მძარცველებმა. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.