
სითი-კლუბში, 21-22 ივნისს გასული ევროპის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის „თბილისი 2014“ ფარგლებში, მოხალისეთა დაჯილდოება გაიმართა.
მოხალისეები, იგივე ვოლონტიორები - ნებისმიერი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების განუყრელ და მნიშვნელოვანრგოლს წარმოადგენენ.
მოხალისე მუშაობს ანაზღაურების გარეშე, იგი ნებაყოფლობით ემსახურება ნებისმიერ სახელმწიფოებრივი დონის კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებას. „თბილისი 2014“სთვის წინასწარ შეირჩა 250-მდე მოხალისე ,რომელთა ასაკი 12-30 წლამდე მერყეობდა.მათი დავალებები გადანიწილებული იყო აეროპორტში, სასტუმროებსა თუ სხვადასხვა სპორტის არენებზე.ქართველმა მოხალისეებმა უმაღლესი შეფასება მიიღეს ევროპის მძლოსნობის ასოციაციის დამკვირვებლების მიერ.
გუშინ კი „სითი-კლუბში“მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა პირადად გადასცა მოხალისეებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები .ჯილდო გადაეცა ასევე მოხალისეთა ლოგოს კონკურსის გამარჯვებულს გიორგი ხუცაიძეს.