
ვერძი
საქმეებს იძულებით ნუ გააკეთებთ. თუ შესაძლებელია, გადადეთ მათი შესრულება მომავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას.
კურო
ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. გაუმასპინძლდით გემრიელი კერძით; გაიხსენეთ სასიამოვნო მომენტები.
ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს საყვარლ ადამიანთან. აგრეთვე, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, გარშემო მყოფებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის.
კირჩხიბი
შეძლებისდაგვარად გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა. შეამცირეთ კონტაქტები, მორიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს. გაუფრთხილდით დროს და ფული ეკონომიურად ხარჯეთ.
ლომი
პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ცვლილებებს. ნებისმიერი ნაბიჯი საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს გამოიწვევს. უმჯობესია, დაარეგულიროთ ურთიერთობა და საყვარელ ადამიანს რომანტიკულ პაემანი მოუწყოთ.
ქალწული
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. აგრეთვე, ნუ იწუწუნებთ გარშემო მყოფებთან საკუთარ პრობლემებზე. პირად ცხოვრებაში კი პოზიტიური ცვლილები გელით.
სასწორი
სამსახურებრივ საქმეებს დღეს წარმატებით დაასრულებთ. ისე, რომ კონკურენტებსაც კი გაოცებულებს დატოვებთ.
მორიელი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე კოლეგებთან. სიახლეები ჯერ მათთან ერთად განიხილეთ და შემდეგ განახორციელეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება ის შედეგი ვერ მიიღოთ, რასაც ელოდით, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, თუ ცოტა მეტად მოინდომებთ, უკეთესად წარმართავთ ყველაფერს.
თხის რქა
მზად იყავით ცვლილებებისთვის. შეფერხება მოსალოდნელია ყველაზე მარტივ შემთხვევებშიც კი. იყავით მაქსიმალურად მობილიზებული და საჭირო დროს სპეციალისტებს მიმართეთ კონსულტაციისთვის.
მერწყული
ნებისმიერი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ, გარდა ფინანსურისა. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. მათგან საინტერესო ამბებს შეიტყობთ.
თევზები
დღეს შეიძლება ძველ თაყვანისმცემელს ან შეყვარებულს შეხვდეთ. თქვენი ნებაა, განაახლებთ მასთან ურთიერთობას, თუ ახალ კონფლიქტს წარმოქმნით.
http://www.astrologi.ge/dghis-horoskopi/3053-26-ivnisis-astrologiuri-prognozi.html