
რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის ვაჟი დაქორწინდა. როგორც თავად ექსპერტი ამბობს, იმის გამო, რომ სტუმართა შორის პოლიტიკოსები არ ყოფილიყვნენ, ქორწილი არჩევნების დღეს დაამთხვიეს.
მისივე თქმით, მოქმედი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იყო დაპატიჟებული.
„სარკესთან“ საუბრისას გია ხუხაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე დიდებული საჩუქარი მისმა ვაჟმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, რომელმაც ქორწილზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა ბედნიერ წყვილს „მეფური საჩუქარი“ გაუგზავნა.
„ბიძინამ მოგვილოცა და მეფური საჩუქარიც გამოგვიგზავნა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ მოვიდა - თბილისში არ იყო. ამ წუთში მასთან კომუნიკაცია არ მაქვს და ძალიანაც მენატრება", - აღნიშნა ხუხაშვილმა, თუმცა რა იყო ის „მეფური საჩუქარი“, არაფრით არ დააკონკრეტა.