
თბილისის ზოოპარკს მამრი აზიური სპილო, 18 წლის გრანდი შეემატა. იგი ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მის ნაცვლად სომხეთში კი თბილისის ზოოპარკის ბინადარი მამრი სპილო, ბუნკა გაემგზავრება.
6 წლის ბუნკა იმ ასაკს მიუახლოვდა, როდესაც ბუნებაში ახალგაზრდა მამრი სპილოები დედებს შორდებიან და დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ამიტომ გადაწყდა მისი ერევნის ზოოპარკში გამგზავრება, სადაც მას შეაწყვილებენ.
ბუნკას დედა, 17 წლის მალკა კი თბილისის ზოოპარკში დარჩება და მომავალში გრანდთან დაწყვილდება.