
30 ათასი მოქალაქის ხელმოწერილი თხოვნა, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანეს. ისინი ანჩისხატისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების მუზეუმიდან ეკლესიებში დაბრუნებას ითხოვენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები მიიჩნევენ, რომ სასწაულმოქმედი ხატისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების ადგილი მხოლოდ ეკლესიაშია.
მათ საპატრიარქოსაც მიმართეს და დაინტერესდნენ, ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, დროულად დაიწყებს თუ არა ანჩისხატისთვის სპეციალური დამცავის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა ჯგუფი, ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას, წლების მანძილზე ითხოვს.