
,,400$ შამპანურით რომ არ გეწუწავათ, ისე არ გამოვიდოდა ხო?“- ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე იმ შამპანიურის ფასსა და ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად იმედის ეგზიტპოლის გამოცხადების დღეს, დავით ნარმანიას გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმოდ გახსნა.
,,არაპომპეზურებო! ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებულებო! ამ ცრუ-ზეიმზე Veuve Clicquot-ის 400$ -იანი შამპანურებით რომ არ გეწუწავათ, ისე არ გამოვიდოდა ხო?! 1600$ მარტო მაგ ერთ მაგიდაზე დაწუწეთ! დარწმუნებული ვარ ბიუჯეტიდან. "აწარმოე საქართველოში" პროგრამა ხომ "დაიწყეთ" დიდი ზარ-ზეიმით?! რამე ქართული წარმოების შამპანურით ვერ აღნიშნავდით ხო "ნარმანიას ბედნიერებას".
უნახავმა რა ნახაო!
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, თქვენს ხელში!“- წერს ხაჩიძე და სასმელის ღირებულებას აქვეყნებს.