-
2014-06-09 17:59
მძიმე სიყვარული-პარიზის ხიდის მოაჯირი ჩამოინგრა,-ინფორმაციას გერმანული მედია n-tv.de აქვეყნებს.
ყოველწელს ათასობით წყვილი პარიზის ხიდის მოაჯირს, თავიანთი სიყვარულის ნიშნად, რკინის ბოქლომს ამაბამს. ბოქლომების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ,,სიყვარულის ქალაქში“ ჩასულებს მალე ახალ რეკომენდაციას მისცემენ.
ხელისუფლება იმასაც ფიქრობს, რომ დელიკატური გზით, როგორმე უნდა აიკრძალოს ეს რომანტიკული ტენდენცია, რადგან რეალური საფრთხე იქმნება.
2.40 მეტრი ხიდის მოაჯირი, რომელიც ,,სიყვარულის ჩამკეტებით “ იყო დამძიმებული ჩამოიშალა. საფეხმავლო ხიდიდან მოხდა ხალხის ევაკუირება.
დღეს 150 მეტრი სიგრძის ხიდი, რომელიც ლუვრთან აკავშირებს მარცხენა სანაპიროს ისებ უნდა გაიხსნას.
უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივ ხელისუფლება ფიქრობს, როგორ გადაჭრან ხიდის მოაჯირზე მიმაგრებული რკინის ბოქლომების ბედი, რადგან ისინი ამძიმებს ხიდს და საშიშროებას ქმნის, დატვირთვა კი სტაბილურად იზრდება.
,,ეს უკვე გიჟური პროპორციებია“ განაცხადა მერმა ჟან პიერ ლექოქმა, მისი თქმით, ამდენი ტონა რკინისგან დატვირთული მოაჯირები შეიძლება ერთ დღესაც ჩანგრეულიყო და დასცემოდა ტურისტულ ნავს და გამოეწვია ტრაგედია, დაეზიანებინა მგზავრები ან საერთოდ ყოფილიყო მსხვერპლი, რადგან ხიდის ქვეშ ყოველდღიურად უამრავი ტურისტი მგზვარობს ნავით.
ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზას განიხილავს, ერთი რომ ხიდზე ბოქლომების დაგროვების შემდეგ ისინი მოხსნან და გადაყარონ , როგორც ეს ევროპის ბევრ ქალაქში ხდება, ან საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ წელს ჯერ არ მიუღიათ ამგვარი რადიკალური ზომა.