-
2014-06-01 14:52
უფლებადამცველი ლედი ტუკვაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლის ქუთაისელი გოგონას გადასარჩენად სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
ადვოკატის განმარტებით, 19 წლის ნათია 4 წელია, საქართველოდან წავიდა. იურისტი ეჭვობს, რომ გოგონა სავარაუდოდ, თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლია.
"ნათია გიორგიძე არის ქუთაისელი, 19 წლის გოგონა. უკიდურესად მძიმე სოციალური ფონით. 4 წელია, დაკარგულად ითვლება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, იგი თურქეთში ერთ-ერთ სასტუმროში ქალბატონმა ნახა, რომელმაც ოჯახს შეატყობინა, რომ მას დანაწევრებას უპირებდნენ. ეს ქალბატონიც გაურკვეველ ვითარებაში ამ ზარის შემდეგ გარდაიცვალა. ძალიან გთხოვთ, ახალგაზრდებო, ქუთაისელებო, ქართველებო, გავერთიანდეთ, ერთად მოვძებნოთ ნათია გიორგიძე", - აცხადებს ტუკვაძე.
უფლებადამცველის ინფორმაციით ბანერები "მე ვარ ნათია, ტრეფიკინგის მსხვერპლი, მიშველეთ" - უკვე დაბეჭდილია, რათა ყველა ქართველმა გაიგოს ფაქტის შესახებ.