-
2020-04-09 13:39
მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა, მაშინვე, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ზე, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ 112-ში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე მოქალაქეს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ მიმართოს სტაციონარს. და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID-19 თუ ეს არის სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის 9 სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.