
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ეპიდემიას „მშვიდად და ლამაზად“ უნდა გაუმკლავდეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკვე იმსჯელა ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრთან და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთად წავიდოდნენ და საავადმყოფოში იმუშავებდნენ, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ბელარუსში კორონავირუსის 700 შემთხვევაა დაფიქსირებული, 13 მათგანი გარდაიცვალა.