
"მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო,იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე რომ არ აკრძალა"-ამის შესახებ
ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა:
„ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე არ აკრძალა, თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ მიზეზი ვირუსის სწრაფი გავრცელების, შესაძლოა, სხვა რეისებით ჩამოსულიყვნენ ვენის ან ათენის გავლით. როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ შესაძლოა ამას აზრი არც ჰქონოდა“,-აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში, ამ დროისთვის კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა.