
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კარანტინის რეჟიმი ორჯერ დაარღვია,რის გამოც ის
დააქვეითეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდენის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ამის შესახებ თავად გამოუტყდა და უთხრა, რომ იზოლაციის პერიოდში კარანტინის რეჟიმი 2-ჯერ დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა. ამასთან, კლარკმა თანამდებობიდან გადაყენება ითხოვა.
თავისი საქციელის შესახებ პოსტი დაწერა თავად ჯანდაცვის მინისტრმაც. „როგორც ჯანდაცვის მინისტრი, მე არა მხოლოდ ვალდებული ვარ წესები დავიცვა, არამედ სხვებსაც მაგალითი მივცე. იმ დროს, როცა ახალზელანდიელებს ისტორიული მსხვერპლის გაღებას ვთხოვთ, მე ჩემს გუნდს იმედები გავუცრუე. იდიოტივით მოვიქეცი და მესმის, რის გამოც გაბრაზდება ხალხი ჩემზე“, - დაწერა კლარკმა.