-
2020-04-07 15:19
დირექტორი რომან ბოკერია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოში ნაჩვენებია, რომ თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულებამდე ბოინგზე პარაკლისიც შესრულდა.
„ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო დებო და ძმებო! დღეს, 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 9:00 საათზე სპეცრეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეც რეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში“, - წერს რომან ბოკერია.